პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. რატი ბრეგაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება და დეპუტატებს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს. ამ რანგში რატი ბრეგაძე დეპუტატების წინაშე პირველად უნდა წარდგეს.
იუსტიციის მინისტრი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხებს.
როგორც ცნობილია, ოპოზიციის ნაწილს იუსტიციის მინისტრთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.