შალვა ნათელაშვილი: პრეზიდენტს ეყო თავხედობა, მივეწვიეთ ნაძვის ხის დღესასწაულზე

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე მისვლას არ აპირებს.

ამის შესახებ ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს პრეზიდენტს ეყო თავხედობა, მივეწვიეთ ნაძვის ხის დღესასწაულზე. რა თქმა უნდა, მისვლას არ ვაპირებთ, თუმცა, გვაქვს შეკითხვები იმ პირთან, რომელსაც ევალება სახელმწიფოში მოქალაქეთა დაცვა – მისი მოქალაქეები უშაქრო ჩაით ხვდებიან ახალ წელს და თუ უფიქრია ამაზე? თუ უფიქრია იმაზე, რომ იგი პრეზიდენტად დანიშნა რუსეთის ოკუპანტმა პრეზიდენტმა და რუსმა ოლიგარქმა? თუ უფიქრია იმაზე, რომ მისმა წინაპრებმა პარიზში შეჭამეს საქართველოს დროებითი მთავრობის მიერ გატანილი 230 ყუთი საგანძურიდან რამდენიმე ყუთი, საიდანაც დაბრუნდა მხოლოდ 38 პაკეტი ექვთიმე თაყაიშვილის მიერ?“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას დღეს გამართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები