სალომე სამადაშვილი – კობა გვენეტაძეს: ბოლო 25 წლის მანძილზე ქვეყანაში რეკორდულ ინფლაციას რომ მიაღწევ, იმ განცხადების გარდა, რომ პოსტიდან მიდიხართ, რაიმე სხვას უნდა გვეუბნებოდეთ?!
“ბოლო 25 წლის მანძილზე ქვეყანაში რეკორდულ ინფლაციას რომ მიაღწევ, იმ განცხადების გარდა, რომ პოსტიდან მიდიხართ, რაიმე სხვას უნდა გვეუბნებოდეთ?!”, – ამ კითხვით მიმართა ოპოზიციონერმა პოლიოტიკოსმა, სალომე სამადაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
სამადაშვილმა გვენეტაძეს ჰკითხა, თუ როდის აპირებს თანამდებობიდან გადადგომას.
“სამწუხაროდ, დღეს ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის სხდომას ვერ ესწრება, მათ შორის, თქვენი არცთუ მცირე წვლილის შედეგად. ის იძულებულია, სასამართლოს სხდომას ესწრებოდეს, რომელიც მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამ საქმეში სრულიად უპრეცედენტოა თქვენი როლი, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირდაპირ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი გახდა. ამიტომ, ბატონი ბადრის ნაცვლად მე გისვამთ კითხვას, როდის აპირებთ გადადგომას?“, – მიმართა სალომე სამადაშვილმა კობა გვენეტაძეს.
გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციაზე სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის, მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდამ იმოქმედა.