მარტვილში ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – თორნიკე ჯანაშია მერის პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ხურცილავასთან და მერის წარმომადგენელ შაკა ნაჭყებიასთან ერთად გაეცნო.
“პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 1 140 მეტრი ცემენტ-ბეტონის და 2 553 მეტრი ასფალტ-ბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 699 997 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს. პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები 2020 წელს განხორციელდა.
ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.