ნიკა მელია პრეზიდენტს საახალწლო მიპატიჟებისთვის მადლობას უხდის, თუმცა, მისვლას არ აპირებს
პოლიტიკური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ხვალ ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ მიღებას არ დაესწრებიან.
„მადლობა მათ მიპატიჟებისთვის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მონაწილეობას მივიღებთ მას შემდეგ, როცა შეხვედრა გაიმართება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.