სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიებისთვის ხვალ საახალწლო მიღებას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიებისთვის ხვალ საახალწლო მიღებას გამართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ხვალ, 16 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები