ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

ბერლინის სასამართლომ ბერლინის ცენტრში მოკლული, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, 56 წლის ვადიმ კ.ს-ს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

DW-ს ინფორმაციით, 7 დეკემბერს გერმანიის პროკურატურამ ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა.

„ბრალდებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცრაზმის მეთაური იყო. მან, შურისძიების მიზნით, პოლიტიკური ოპონენტი გაანადგურა. აღნიშნული ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ცივსისხლიანად შესრულდა“, – განაცხადა პროკურორმა.

პანკისის ხეობის მკვიდრი, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია.

Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი, რომან დემიანჩენკოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები