დმანისის მერმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებსა და სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – კობა მურადაშვილმა, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებსა და მათ სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებასა და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს.
“მერის წარმომადგენლებს დაევალათ, უახლოეს პერიოდში წარმოადგინონ საკითხები, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ რეაგირებას.
კობა მურადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ, წარმომადგენლების ჩართულობით, კომპეტენციის ფარგლებში, მრავალი საინტერესო იდეისა თუ პროექტის განხორციელებას შეძლებს მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.