კულტურის კომიტეტის წევრები გოეთეს ინსტიტუტს ეწვივნენ

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კომიტეტის წევრებთან ერთად გოეთეს ინსტიტუტის დირექტორს, კულტურული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელს ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების რეფორმისა და იმერეთში ნორჩი მუსიკოსების საერთაშორისო კონკურსში გოეთეს ინსტიტუტის ჩართვის პერსპექტივაზე ისაუბრეს. „გოეთეს ინსტიტუტი ჩართულია საერთაშორისო პროგრამებში: ევროპა კულტურისთვის, ევროპა დიალოგისთვის. გოეთეს ინსტიტუტი მზად არის, პარტნიორობა გაგვიწიოს როგორც სახელოვნებო განათლების რეფორმაში, ასევე ნორჩ მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსში, რომელიც იმერეთში 2022 წლის ოქტომბერში გაიმართება”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები