გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტის ინიციატივა ძალიან კარგია – აღარავის აღარ სჯერა ოპოზიციის ე.წ. შერიგების

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის ინკლუზიურ პროცესებს დაიწყებს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

რაც შეეხება ეროვნული შერიგების საკითხს, მაჭარაშვილის თქმით, ეჭვი არავის ეპარება, რომ შერიგების ფორმატში ოპოზიცია სააკაშვილის გათავისუფლებას გულისხმობს.

“საქართველოს პრეზიდენტის ეს ინიციატივა არის ძალიან კარგი, თუმცა, მეორე მხრივ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ განცხადებები გვაქვს გაკეთებული ამ მიმართულებით, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, მათ შორის, საპარლამენტო საქმიანობაში, როდესაც მოვუწოდებთ ჩვენს ოპოზიციას დღემდე, რომ მოვიდნენ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ. ქუჩაში წასული ოპოზიცია უნდა დაბრუნდეს პარლამენტში. მე მგონი, ეჭვი აღარავის ეპარება, მათ შორის, მათი საჯარო განცხადებების შემდგომ, რომ შერიგების ფორმატში ისინი გულისხმობენ იმას, რომ გაათავისუფლონ პატიმარი სააკაშვილი და ხელისულება ჩაიბარონ. ეს არის მათი შერიგების ფორმა. ამას არც მალავენ და აღარავის აღარ სჯერა მათი ამ ე.წ. შერიგების”, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები