“ომიკრონი”, სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია – კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი

კორონავირუსის ახალი შტამი, “ომიკრონი” შესაძლოა, უკვე საქართველოშიც იყოს – ამის შესახებ კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორმა, გიორგი კამკამიძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, რამდენიმე საეჭვო შემთხვევაზე ღრმა კვლევები უკვე მიმდინარეობს.

“ახალი ვარიანტების საფრთხის ფონზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დეკემბერი და იანვარი იქნება კვლავ მძიმე თვეები ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის თვალსაზრისით. რასაკვირველია, საეჭვო შემთხვევები უკვე არის, რომელთა გადამოწმება მიმდინარეობს, ღრმა გამოკვლევები ცოტა დროს საჭიროებს.

ჯერჯერობით, ოფიციალურად, საქართველოში აღებული სინჯებიდან, არ არის დადასტურებული “ომიკრონის” არსებობა, თუმცა, სავარაუდოდ, ის უკვე საქართველოშია. “დელტა” ვარიანტს ჰგავს, მის თვისებებს ამჟღავნებს, ამიტომ, გადამოწმების და ღრმა კვლევის გარეშე ამის დადასტურება ვერ ხდება. ჩვენგანაც, ისევე, როგორც სხვა ლაბორატორიებისგან პერიოდულად იგზავნება ასეთი სინჯები სეკვენირებისათვის”, – აცხადებს გიორგი კამკამიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 1 527 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 46 ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო:რუსთავი 2

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები