რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში – ბოლო 24 საათის სტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 500-მა ადამიანმა გაიკეთა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულ ქვეყანაში 2 311 840 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 890 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 837 263, გარდაიცვალა 12 777 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები