ქობულეთში 3 ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ამავე ინფორმაციით, დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. შემთხვევამდე, ისინი სატვირთო ავტომობილს მანდარინით ტვირთავდნენ.
დაშავებულები ქობულეთის კლინიკა “ევექსში” არიან მოთავსებულნი. ექიმის ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“ამ ეტაპისთვის, საშუალო სიმძიმისაა მათი მდგომარეობა. გულ-მკერდის არეში არის ძირითადად მიყენებული ჭრილობა და ერთ-ერთ მათგანს ხელის არეში აქვს“, – აღნიშნა ექიმმა, ირინე დოლიძემ.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ცხელ კვალზე 1 პირია დააკავა. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.