მეუფე იოანე – დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვაზე: თავის წარმოჩენა მოინდომა ვითომ კრიტიკული გამოსვლებით
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფი დეკანოზისთვის, ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას გამოეხმაურა.
“რატომღაც თავის წარმოჩენა მოინდომა ვითომ კრიტიკული გამოსვლებით. ადამიანმა კრიტიკა თვითკრიტიკით უნდა დაიწყოს და თვითკრიტიკა კი მას აკლია, ეს მისი პრობლემაა. შეიძლება აკრიტიკებდე, მაგრამ არსებობს ეთიკური ნორმები. სინოდმა ჩათვალა, რომ ის არღვევს ეთიკის ნორმებს და სამღვდელო ხარისხის შესაბამისად ვერ იქცევა. თუ სინოდმა გამოიტანა განაჩენი, მაშინ ის უნდა გაჩერდეს და გაარკვიოს რას ითხოვს სინოდი მისგან”, – განაცხადა მეუფე იოანემ.
განცხადება საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის მღვდელმსახურების უფლების აკრძალვის შესახებ პარასკევს გაავრცელა.