ამირან გამყრელიძე: “ომიკრონი” დიდი ალბათობით, ამ თვის განმავლობაში გამოჩნდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი – “ომიკრონი” საქართველოში მიმდინარე თვეში გამოჩნდება.
„შეიძლება ითქვას, რომ დიდი ალბათობით ამ თვის განმავლობაში შეიძლება გამოჩნდეს. უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ახალგაზრდა ასაკში, რეინფიცირების რისკი მეტია ამ შტამით, მაგრამ, მეორეს მხრივ, დამაიმედებელია ის, რომ, არ აქვს უფრო რთული კლინიკური მიმდინარეობა, ვიდრე „დელტა“ შტამს, ან „დელტა+“-ს“, – განაცხადა გამყრელიძემ.