ნევროლოგი: სააკაშვილი იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომელიც არ უნდა მიეღო, ვფიქრობთ, ამან მისი ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური სტატუსი დაამძიმა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგი, ოთარ თოიძე მივიდნენ.
როგორც სამკურნალო დაწესებულებაში შესვლამდე ოთარ თოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი ნამდვილად იღებდა ისეთ მედიკამენტებს, რაც არ უნდა მიეღო.
„ის ნამდვილად ღებულობდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომელიც მას არ უნდა მიეღო თავისი ავადმყოფობიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ამ მედიკამენტმა მისი ზოგადი ფსიქოლოგიური და ასევე, ნევროლოგიური სტატუსი დაამძიმა“,-განაცხადა თოიძემ.