დევი ტაბიძე: გამოსავალი ისევ და ისევ ნიღბების ტარება და თავშეყრის ადგილებისგან გარიდებაა

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი დევი ტაბიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანებმა პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული რეკომენდაციები თავად უნდა აკონტროლონ.

“ადამიანმა, როდესაც დაინახავს უნიღბო ადამიანს, უნდა მიუთითოს მას და უთხრას, რომ გაიკეთოს ნიღაბი. როდესაც ასეთი დიდი თავყრილობები იმართება, თვითონ უნდა გააკონტროლონ ადამიანებმა და მოქალაქეებმა, რომ თვითონ არ მივიდნენ ამ თავყრილობებზე. ახლა ახალი წელია, ნაძვის ხეებია, პარკებში მორთულობები იქნება და ა.შ. მესმის, რომ ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რათა ბავშვები მივიყვანოთ, ადამიანები, ახალგაზრდები გაერთონ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საფრთხის შემცველი და არ უნდა დავდგეთ იმის წინაშე, რომ ასეთი შეკრებები შემდგომში მოგვცემს მატების ციფრებს”, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები