ამირან გამყრელიძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ “დელტასთან” შედარებით “ომიკრონის” შტამი ოდნავ მსუბუქად მიმდინარეობს 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის ახალ შტამს “ომიკრონს” “დელტასთან” შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.

გამყრელიძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

“სტაბილიზაციაზე ვისაუბრებთ, როცა ჩამოვცილდებით 1 000-ს, გვექნება რამდენიმე ასეული შემთხვევა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩამოვა 20-ის ქვემოთ. ახალ შტამთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი, მაგრამ საზღვრები ვირუსს ვერ დაიჭერს.

ერთია დამამშვიდებელი, რაც გუშინ განცხადება იყო სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის, უკვე ამ დაკვირვების მანძილზე თითქმის ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ახალი შემთხვევების რაოდენობა, არ არის გაზრდილი სიკვდილიანობა და მძიმე შემთხვევები. ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდნავ მსუბუქად მიმდინარეობს დელტასთან შედარებით ეს შტამი, ჯერჯერობით წინასწარი მონაცემები ასეთია.

ბოლო 1 კვირაა სამწუხაროდ გაჩერდა 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მიმართვიანობა აცრებზე, ერთიანად აცრილია მხოლოდ 86 ათასი ადამიანი პირველი დოზით. ასევე, აცრები იზრდება ყოველდღიურ რაოდენობაში ბუსტერის და ასევე მეორე დოზების გამოყენება. ამიტომ, სულ მეტი და მეტი მოწოდება გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას პირველადი დოზით. 60 წლის ზემოთ ჯერ მოსახლეობის 50%-ზე ოდნავ მეტი არის აუცრელი”, – ამბობს ამირან გამყრელიძე “კურიერთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები