კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 380, იმერეთში – 481

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 380 შემთხვევა, აჭარა – 162, იმერეთი – 481, ქვემო ქართლი – 178, შიდა ქართლი – 171, გურია – 81, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 185, კახეთი – 149, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 43 854 საიდანაც:  6 142 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 396, აჭარაში – 514, იმერეთში – 1 324.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 554 პირი, მათ შორის, თბილისში – 610, აჭარაში – 124, იმერეთში – 452. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 321 პირი,  მათგან თბილისში – 176, აჭარაში – 34, იმერეთში – 32.
• 1 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 756 – თბილისში, 264 – აჭარაში.
• 36 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – 2.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 11 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 130 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები