ამირან გამყრელიძე: უნდა ვეცადოთ, რომ ახალი წელი რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს
თავი ავარიდოთ ძალიან დიდი შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით – იქნება დახურული თუ გარე სივრცე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან საზოგადოებას ახალი წლის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდა.
“ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ყველას ვუსურვებ პანდემიის დასრულებას 2022 წელს, მაგრამ მაინც ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ეს დღესასწაული, თავი ავარიდოთ ძალიან დიდი შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით – იქნება დახურული თუ გარე სივრცე, ყველა შეკრება იქნება თუ ბავშვებისთვის კონცერტი, ადამიანები იყვნენ აცრილი, დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით და დავიცვათ რეგულაციები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.