ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტების წევრი – ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯანმრთელობასა და სპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ზაზა ლომინაძემ სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა პანდემიასთან გამკლავების გზებსა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. დეპუტატი ახალგაზრდებს სპორტის კომიტეტის საქმიანობაზე ესაუბრა. მიაწოდა ინფორმაცია კომიტეტის მიერ განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შესახებ. ახალგაზრდების დაინტერესდნენ სკოლებში ჭადრაკის სწავლებისა და რეგიონებში სპორტის განვითარების საკითხებით.
„კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გვქონდა სტუდენტური პარლამენტის წევრებთან. ახალგაზრდებს აინტერესებთ სხვადასხვა თემები, მათ შორის, ჯანდაცვა და სპორტი. მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და ახალგაზრდები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.