ბიძინა კულუმბეგოვი: პირბადე, დისტანცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იქნება იმის გარანტია, რომ დამატებითი ეპიდემიოლოგიური ტალღა გრიპთან მიმართებით მაინც არ გვექნება
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, ასევე, ეფექტურია პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა.
“თუ გვინდა, რომ თავიდან ავირიდიოთ ტყუპი პანდემია – “ტვინდემია”, ეფექტურია პირბადე, რომელიც აკავებს გრიპის გავრცელებას, რადგან ერთი მეტრი, მეტრ-ნახევრის იქით გავრცელება არ შეუძლია, განსხვავებით კოვიდისგან. პირბადე, დისტანცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იქნება იმის გარანტია, რომ დამატებითი ეპიდემიოლოგიური ტალღა გრიპთან მიმართებაში მაინც არ გვექნება”, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.