ხუხაშვილი – სააკაშვილზე: მისი დღევანდელი განცხადებები კარგი, მაგრამ დროსა და სივრცეში დაკარგული და უნაყოფოა
ექსპერტი, გია ხუხაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ წერილს ეხმიანება, რომელიც მის მხარდამჭერ აქციაზე იქნა წაკითხული.
”მიშას ის, რასაც დღეს ამბობს, არჩევნების წინ რომ ეთქვა, ნაცვლად “შემოსვლისა”, შესაძლებელია – არჩევნებიც სხვაგვარად დასრულებულიყო… პოლიტიკაში ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. მისი დღევანდელი განცხადებები კარგი, მაგრამ დროსა და სივრცეში დაკარგული და, შესაბამისად, უნაყოფოა…”, – წერს გია ხუხაშვილი.