ლევან იოსელიანი: ოპოზიციაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, გარდა – ვადამდელი არჩევნების საკითხისა

“ოპოზიციურ პარტიებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობა, ძირითადად, არ არსებობს, გარდა ვადამდელი არჩევნების საკითხისა”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები პოლარიზაციის დასრულებას სჭირდება.

“ოპოზიციურ პარტიებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობა, ძირითადად, არ არსებობს გარდა ვადამდელი არჩევნების საკითხისა – ჩემთვის ვადამდელი არჩევნები არ წარმოადგენს რაიმე ტიპის საინტერესო მოთხოვნას ამ ეტაპზე, მათთვის ეს საკითხი რჩება დღის წესრიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება პოლარიზაციის დასრულებას და უკეთეს პარლამენტს, რომელიც უნდა მივიღოთ 2024 წელს. მრავალპარტიული პარლამენტი არის სწორი გამოსავალი ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ვცხოვრობთ, საპარლამენტო რესპუბლიკაში, ამიტომ, ეს ის საკითხია, რაზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს და უნდა გავაგრძელოთ ჩვენც და სხვა პარტიებმაც მმართველ პარტიასთან. ვფიქრობ, ერთჯერადად 2 პროცენტიანი ბარიერი, რაც ჩაწერილია პროექტში არის ნორმალური, მაგრამ 3 პროცენტი ჩვენისთანა ტიპის ქვეყნისთვის არის ის ბარიერი, რომელიც უნდა იყოს განსაზღვრული საბოლოოდ”, – განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები