მამუკა ხაზარაძე: “ნაცმოძრაობაში” მომავალი აქვს ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს
“ნაციონალურ მოძრაობაში“ კომუნიკაცია და პარტნიორობა მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც ვთვლი ღირსად, ვისაც აქვს მომავალი. ეს არის ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე”, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის არ თანამშრომლობს ისეთ პოლიტიკოსებთან, ვისაც ხალხისა და ქვეყნის წინაშე უსამართლობა აქვს ჩადენილი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კომუნიკაცია და პარტნიორობა მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც ვთვლი ღირსად, ვისაც აქვს მომავალი. ეს არის ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე. ვერ მნახავთ იმ ადამიანებთან, ვისაც ამ ქვეყნისა და ადამიანების წინაშე უსამართლობა გაუტარებია. ამიტომ ამ ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ და ეს მომავალი არის კოალიცია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.