გიგა ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია გარდაიცვალა

პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელმა და ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა გაავრცელა.

„ლელო. ორი თვე იბრძოლა. ისე მინდოდა, რომ ერთხელ მაინც, თუნდაც ბოლოჯერ – გველაპარაკა. აღარ გვყავს. გული გაჩერდა. ხვალ 77 წლის ხდებოდა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები