გია ვოლსკი: არ უნდა იყოს ბავშვის იძულება, რომ იმ რაკურსით ხედავდეს ქვეყნის ისტორიას, როგორც ამას სააკაშვილი ან მისი რომელიმე თანამზრახველი ხედავს

“რასაკვირველია, არ უნდა იყოს ბავშვისთვის იძულება, რომ ისე და იმ რაკურსით ხედავდეს ქვეყნის ისტორიას, როგორც ამას სააკაშვილი ან მისი რომელიმე თანამზრახველი ხედავს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვს ანალიზის უნარი უნდა ჰქონდეს.

“რაც შეეხება შეკითხვას, რასაკვირველია, ეს არ უნდა იყოს ბავშვისთვის იძულება, რომ ისე და იმ რაკურსით ხედავდეს ქვეყნის ისტორიას, როგორც ამას სააკაშვილი ან მისი რომელიმე თანამზრახველი ხედავს. მას უნდა ჰქონდეს რეალობა აღქმული და ჰქონდეს ანალიზის უნარი, აქ არაფერი ისეთი, რაც საქართველოს ინტერესებს დააზიანებს არ არის განსხვავებით იმისგან, რაც ჩაიდინეს, რაზეც ხელი მოაწერეს და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლო მოიგო და ამაზე უნდა იცოდეს მომავალმა თაობამ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი თქმით, ის ქვეთავები, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება, პროპაგანდისტულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები