გია ვოლსკი: როცა გადაწყვეტ, ადამიანთან შერიგდე, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – აღიარება იმის, რაც დააშავე

“საერთო შერიგებას რაც შეეხება, როცა გადაწყვეტ, ადამიანთან შერიგდე, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – აღიარება იმის, რაც დააშავე”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი შერიგებასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილი თვლის, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, სწორი იყო.

“მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აკეთებს, რომ ის იბრძვის, ამ ბრძოლას მეთაურობს ციხიდან, ხალხს მოუწოდებს მისი გათავისუფლებისკენ და ბრძოლა დამთავრდება მისი გათავისუფლებით. ის ასევე მიუთითებს, რომ მან გაიზიარა ლუარსაბ მეფის ბედი, აღმაშენებელზე მეტი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, არის რეგიონული ლიდერი და არის ჯორჯ ვაშინგტონი. ამას ყველაფერს ამბობს, მაგრამ რამდენად არის ეს ადეკვატური, ეს მეორე საკითხია. საერთო შერიგებას რაც შეეხება, როცა გადაწყვეტ ადამიანთან შერიგდე, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – აღიარება იმის, რაც დააშავე. ადამიანი ამბობს, რომ ყველაფერი სწორი იყო და მას მხარს უბამენ მისი მხარდამჭერები, რომ ყველაფერი სწორად იყო ჩადენილი და ამბობენ, გირგვლიანის თემა არის პიარის თემა, თანაც უნიჭო და ცუდი პიარის. ფაქტია, რაც მოხდა და ჩვენ თვალწინ განვითარდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები