ეკატერინე ტიკარაძე: ორჯერადად აცრილების რიცხვი ორ მილიონს უახლოვდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში, ორჯერადად აცრილი მოსახლეობის რიცხვი 2 მილიონს აღწევს.

“ორჯერადად აცრილების რიცხვი, უკვე მილიონს გადაცდა. 1 900 992-ია ზუსტად ორჯერადად ვაქცინირებული.

ჩვენ ვითვლით პოპულაციის აცრას და ამასთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკა გვესმის. როგორ გამოიყურება ეს სტატისტიკურად, ალბათ მნიშვნელოვანია. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გვყავს აცრილი მოსახლეობის 40%, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ სრული პოპულაციის 40%-ს. ხოლო, ის სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს 21 იანვარს ჰქონდა დადებული, რომ პოპულაციის 60% აიცრას, ამ სამიზნე მაჩვენებელთან ჩვენ მხოლოდ 1% გვაშორებს.

შესაბამისად, საქართველოში, დათქმული 60%-დან, სამიზნე ჯგუფში ერთჯერადად ვაქცინირებული უკვე 59% არის. ეს კი ძალიან დიდ იმედს იძლევა იმისას, რომ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელს უახლოეს მომავალში მივაღწევთ,”- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები