ეკატერინე ტიკარაძე: Pfizer-ის მხრიდან ვაქცინის ვადა დაზუსტდა, ეს ვადა სრულიად აკმაყოფილებს 9 თვიან პერიოდს, ამიტომ ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა, მათ შორის ორსულებისთვისაც

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, “ღამის კურიერის” ეთერში Pfizer-ის ​ ვაქცინის ე.წ. ვადაგასულობაზე საუბრისას განაცხადა, რომ არ მომხდარა ვაქცინის ვადის გაგრძელება, მოხდა მხოლოდ Pfizer-ის მხრიდან ვაქცინის ვადის დაზუსტება.

ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს აიცრან, რადგან მისი თქმით, Pfizer-ის ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა, მათ შორის ორსულებისთვისაც.

“დოკუმენტაცია რეალურად ხელმისაწვდომია იმ დაწესებულებისთვის, სადაც ვაქცინაცია ხდება. ექიმები ყოველდღიურ რეჟიმში გადიან ტრენინგებს და მათთვის განმარტებულია, რომ არ მომხდარა ვაქცინის ვადის გაგრძელება, მოხდა Pfizer-ის მხრიდან ვაქცინის ვადის დაზუსტება, რომელიც თავდაპირველად ითვლებოდა, რომ 6 თვიანი იყო, თუმცა გარკვეული დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ ეს ვადა სრულიად აკმაყოფილებს 9 თვიან პერიოდსაც. მათ ჯანმოსგან მიიღეს დასტური, რომ ეს ვაქცინა არის 9 თვიანი, რაც მოწმობს იმას, რომ Pfizer-ის ვაქცინა უსაფრთხოა, მათ შორის ორსულებისთვის,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე “რისთავი 2” -ის ეთერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები