„ევროპის უნივერსიტეტში” პოლიტიკის დოკუმენტის – “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში” პრეზენტაცია გაიმართება

4 დეკემბერს, 16:00 საათზე “ევროპის უნივერსიტეტში” ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, პოლიტიკის დოკუმენტის – “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში” პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის გზაზე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით შესაბამის ადგილობრივ თუ საერთაშორისო აქტორთა შორის კრიტიკული განსჯის წახალისება და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ზოგადი განათლების პოლიტიკის შემდგომი განვითარებისკენ მოწოდება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარი საჯარო სკოლების დირექტორები საქართველოს რეგიონებიდან, კვლევაში ჩართული სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრებიან.

ამასთან, პრეზენტაციის შემდეგ მრგვალი მაგიდის ფორმატში დაინტერესებული მხარეების ჩართულობით საკონსულტაციო საათი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები