თეა წულუკიანმა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსზე ისაუბრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პირველ იანვარს 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს გასდის ვადა, რის გამოც მალე დაიწყება სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი.

„თეატრები ვნებათაღელვის საგანია ხოლმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ იქნება. გეტყვით, რომ 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს გასდის ვადა პირველ იანვარს. ეს ვადა გადიოდა შემოდგომაზე, მაგრამ გახანგრძლივდა რამდენიმე თვით და ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ კონკურსებს და დაიწყება სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი. თუმცა აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დანიშნოს სამხატვრო ხელმძღვანელი და მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები