დავით ზალკალიანი სერბ კოლეგას შეხვდა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკოლა სელაკოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სერბეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ხალხის ტრადიციულად მეგობრულ კავშირებს, გაცვალეს ინფორმაცია ეკონომიკური მდგომარეობის და სავაჭრო კავშირების გაღრმავების პოტენციალის შესახებ.

დადებითი შეფასება მიეცა თბილისში მიმდინარე თვეში სერბეთსა და საქართველოს შორის გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებს. გამოიხატა მზაობა უახლოეს პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესახებ, რაც ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავებას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები