ბჟანიამ ე.წ. შს მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან ე.წ შს მინისტრი, დმიტრი ბარი გაათავისუფლა და ე.წ. სახელმწიფო სამსახურის დაცვის უფროსად დანიშნა.
ასევე, დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულებით, დბარს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.
ე.წ. შს მინისტრის მოვალეობას, დროებით, დბარის ყოფილი პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი, რუსლან აჟიბა შეასრულებს. დმიტრი დბარი ე.წ. თანამდებობაზე 2020 წლის 30 აპრილს დაინიშნა. რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, სავარაუდოა, რომ აღნიშნული უკავშირდება სოხუმში, სექტემბრის ბოლოს ე.წ. ძალოვნებსა და ომის ვენეტერანებს შორის მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც დბარის გათავისუფლებას ითხოვდნენ.