გორის მერი, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორში მდებარე, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გამართულ შეხვედრას დაესწრო. ამის შესახებ „კვირას“ გორის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა და მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი – მარეკ შჩიგელი, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თავშესაფრის დირექტორმა, ლამარა შაყულაშვილმა სტუმრებს სამუშაო სპეციფიკა და სამომავლო გეგმები გააცნო.

„მარეკ შჩიგელმა მადლიერება გამოხატა გორის ქალთა თავშესაფრისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ გაწეული საქმიანობისთვის.

ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე“,  – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები