საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ლატვიელ კოლეგებს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი მოადგილე – გიორგი ხელაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ლატვიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.

გიორგი ხელაშვილმა კოლეგებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, მათ შორის, 2020 წლის დეკემბერში მიღებული „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ” პარლამენტის რეზოლუცია გააცნო. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ჩვენი ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებს და გადადგმულ ნაბიჯებს. ასევე, ისაუბრეს დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსა და მის მოლოდინებზე.

ლატვიურმა მხარემ როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრაზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებიც მიმოიხილეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტო მათ შორის, სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები