“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.
მისივე თქმით, ცალმხრივი კომპრომისის საფუძველზე კონსენსუსი წარმოუდგენელია.
“ასე არ გამოვა – მოდით, ხელი მოვაწეროთ რაღაც შეთანხმებას, რომლის შემდეგაც მაინც რადიკალურ პოზიციაზე დავრჩებით, არაფერს არ შევასრულებთ და მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს, თან, 100 პროცენტით. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და კონსენსუსი, ცალმხრივი კომპრომისის საფუძველზე, წარმოუდგენელია. ეს უნდა ვიცოდეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.