ირაკლი კობახიძე: იმ მახინჯი სურათით, რომელიც უგულავამ და მელიამ შექმნეს სასამართლოს შენობის გარეთ, ბუნებრივია, შედეგს ვერ მიაღწევენ

“იმ მახინჯი სურათით, რომელიც უგულავამ და მელიამ შექმნეს მოკლე დროით სასამართლოს შენობის გარეთ, ბუნებრივია, ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუშინ მიხეილ სააკაშვილის პროცესის მიმდინარეობისას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის რეჟიმი უნდა შეიცვალოს.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდებოდა სასამართლო შენობის გარეთ, აბსოლუტურად მიუღებელ სურათს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მელია და უგულავა – ორი ადამიანი, რომლებიც თავის დროზე, შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური შეთანხმებების შემდეგ გათავისუფლდნენ და დღეს სწორედ ისინი ცდილობენ ჩადგნენ პოლარიზაციის სათავეში, თუმცა, მათი ეს მცდელობაც, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული და იმ მახინჯი სურათით, რომელიც მათ შექმნეს მოკლე დროით სასამართლოს შენობის გარეთ, ბუნებრივია, ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის ცვლილება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ ასეთი განზრახვა გვქონდა უკვე არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გასული ერთი თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს ქვეყანა სააკაშვილის და შემდეგ პოლარიზაციის რეჟიმში, უცვლელ დღის წესრიგში, ცდილობენ ეს თავს მოახვიონ საზოგადოებას, თუმცა, ეს დღის წესრიგი შეიცვლება ძალიან მალე”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები