“მოქალაქეების” ლიდერი, ლევან იოსელიანი მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
იოსელიანი იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქცია, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარეობს, მშვიდობიანი იქნება.
“იმედი მაქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შეასრულებს სიტყვას და ეს აქცია არ გადაიზრდება რაღაც ტიპის ძალადობაში და ა.შ. მნიშვნელოვანია, ყველაფერი წარიმართოს კანონის ჩარჩოში და ამან არ გამოიწვიოს დამატებითი ესკალაცია, არ მისცეს ხელისუფლებას კიდევ მეტი არგუმენტი, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დახურულად წარიმართოს”, – აცხადებს ლევან იოსელიანი.
შეგახსენებთ, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ექსპრეზიდენტი პირადად ესწრება.