ელისო ბოლქვაძე და ხათუნა კვიციანი სერბეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარეს, სანდრა ბოჟიჩს შეხვდნენ

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრი, ხათუნა კვიციანი სერბეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარეს, სანდრა ბოჟიჩს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კულტურის სფეროში რეფორმების გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ კულტურის კომიტეტების საქმიანობის შესახებ, ყურადღება გავამახვილეთ კულტურის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების პროცესში, განვიხილეთ ორმხრივი ვიზიტების საკითხი, ასევე, განვიხილეთ საქართველოსა და სერბეთში კულტურის დღეების ერთობლივი ჩატარების შესაძლებლობა”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები