ელისო ბოლქვაძე და ხათუნა კვიციანი სერბეთის ეროვნული ასამბლეის საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, დუბრავკა ფილიპოვსკის შეხვდნენ

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრი, ხათუნა კვიციანი სერბეთის ეროვნული ასამბლეის საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს დუბრავკა ფილიპოვსკის შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რომლის ფარგლებშიც განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საპარლამენტო დიპლომატის გაძლიერება, მეგობრობის ჯგუფები, ევროინტეგრაცია, კულტურული თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები