ხმაური ბათუმის საკრებულოში – ოპოზიცია არჩილ ჩიქოვანს დაუპირისპირდა

ბათუმის საკრებულოში დილიდან ხმაურია. ერთმანეთს სიტყვიერად ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უფლება, „წინა მოწვევის“ საკრებულოში სხდომა ჩაატაროს.

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ, ბათუმის საკრებულო კანონის ფარგლებში, რეგლამენტის დაცვით მოქმედებს.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტების საკრებულოების ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რის გამოც საქმიანობას საკრებულოების აქამდე არსებული შემადგენლობა განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები