ამირან გამყრელიძე: ოდნავ დაკლებულია ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კვლავ რთული ეპიდვითარებაა. მისი თქმით, მცირედი კლებაა პაციენტთა სიკვდილიანობის ინდიკატორში დანარჩენი მაჩვენებელი კი იგივეა, რაც – გასული 1 კვირის განმავლობაში.

“დღეს მონაცემები 4 000-ზე მეტი გვაქვს ახალი. ოდნავ დაკლებულია ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა. დანარჩენი – ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, 14 დღის დადებითობა, 7 დღის დადებითობა დაახლოებით იმ ფარგლებში რჩება, რაც გვაქვს ბოლო 1 კვირის განმავლობაში,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები