პაატა იმნაძე: ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფია, რომელიც არათუ თვითონ არ იცრება, არამედ სხვებსაც გონებას ურევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ის, რომ მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ არ იცრება, პრობლემაა.

“პრობლემა იგივეა, რაც იყო. არის ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც არათუ თვითონ არ იცრება, არამედ სხვებსაც გონებას ურევს. სამწუხაროდ, მათ მედიაში თავიანთი ანტივაქსერული პროპაგანდის განხორციელების საშუალება ეძლევათ, რაც პრობლემაა. ამას ვუპირისპირებთ იმას, რომ სოფელ-სოფელ დავდივართ, ხელისუფლებაც სოფელ-სოფელ დადის. მოქალაქეებს ვურჩევ, იყვნენ აცრილები, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან დისტანცია”, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები