ამირან გამყრელიძე: დღეს როგორი გადაწყვეტილებაც არის, ორი სახის “მწვანე პასპორტი” არსებობს
“ამ “მწვანე პასპორტის” ძირითადი დანიშნულება გახლავთ, რომ ადამიანებს ამით ექმნებათ გარკვეული დისკომფორტი და მოწოდება, ე.წ. სტიმული არის რომ წავიდნენ და აიცრან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს.
მისი განმარტებით, ორი ე.წ. მწვანე პასპორტი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, ერთია შიდა მოხმარების, ხოლო მეორე საზღვარზე გამოყენებადი.
“ამ ეტაპზე, დღეს როგორი გადაწყვეტილებაც არის, ორი სახის მწვანე პასპორტია. ერთი შიდა მოხმარებისთვის, რომელშიც არის აღნუსხული ადამიანს თუ ოდესმე გადატანილი აქვს კორონავირუსი ის ჩაითვლება ამ პასპორტის მიხედვით, რომ შეიძლება მისი შესვლა სხვადასხვა დაწესებულებაში.
მოგეხსენებათ, საერთაშორისო მასშტაბით, იმ QR კოდში, რომელიც თქვენ საზღვარზე გიმოწმდებათ, ითვლება ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ვირუსი”, – აღნიშნა გამყრელიძემ.