ამირან გამყრელიძე: 21-ე საუკუნე, სამწუხაროდ, შეიძლება, გახდეს სხვა ვირუსული თუ არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე
“რეალური ომი არის დღეს მიკროსამყაროსთან. მსოფლიო არ იყო მზად ამ დიდი გამოწვევისთვის. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნე შეიძლება, გახდეს სხვა ვირუსული თუ არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმუნიზაციის თვალსაზრისით, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია.
“რეალური ომი არის დღეს მიკროსამყაროსთან. მსოფლიო არ იყო მზად ამ დიდი გამოწვევისთვის, დგება ახალი გეგმები. 21-ე საუკუნე, სამწუხაროდ, შეიძლება, გახდეს სხვა ვირუსული თუ არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე. ჩვენი მთავარი მისიაა, ვემსახუროთ ქვეყანას და საზოგადოება დაცული იყოს ყოველმხრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რისკებისგან და მოვახდინოთ ამ რისკების მინიმიზაცია. საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმუნიზაციის თვალსაზრისით, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია”, – განაცხადა გამყრელიძემ.