მართვის მოწმობის ახალი კატეგორია – AM ამოქმედდება

საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, დადგინდა მართვის მოწმობის ახალი კატეგორია – AM, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს.

მათივე ცნობით, ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს უფლება ექნება, მართოს AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

“იმ შემთხვევაში, თუკი დაინტერესებულ პირს სურს AM კატეგორიის მართვის მოწმობის მოპოვება, მას მოუწევს მხოლოდ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარება.

თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლა უფასო იქნება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები