თბილისის მე-200 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სენსორული ოთახი მოეწყო

განათლების სამინისტროს ინიციატივითა და World Vision საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის მე-200 საჯარო სკოლაში სენსორული ოთახი მოეწყო, რომელიც ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებს სწავლის პროცესში დაეხმარება.

მულტისენსორული სივრცე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ World Vision საქართველოს დირექტორ ეკატერინე გურგენაძესთან ერთად გახსნა.

მულტისენსორული ოთახი წარმოადგენს მრავალფეროვანი აღჭურვილობის მქონე თერაპიულ სივრცეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ოთახში განთავსებული რესურსები მოზარდებს შესაძლებლობას მისცემს შეხების, დანახვის, გემოს შეგრძნებისა თუ სხვა სენსორული სტიმულების მეშვეობით დაეუფლონ სხვადასხვა უნარებს, უკეთ ჩაერთონ სასწავლო პროცესში და გაიუმჯობესონ ყურადღების კონცენტრაცია. ამასთან, მოზარდებს მიეცემათ საშუალება, მარტივად ისწავლონ მიზეზშედეგობრივი კავშირები, რათა შეძლონ დასწავლილი ქმედებების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები