კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების რეფორმის შესახებ იმსჯელეს

კულტურის კომიტეტის ორგანიზებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სახელოვნებო განათლების რეფორმის დეტალები განიხილეს.

პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმის განხორციელება 2022 წლიდან იგეგმება. „შეხვედრაზე განვიხილეთ სახელოვნებო განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.

სამუშაო შეხვედრებს ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმართავთ, რათა მოვისმინოთ დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების მოსაზრებები და ერთად ვიმსჯელოთ სისტემაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის გზებზე”,-განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები