სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი: მის დასახმარებლად სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს, მაგრამ მასთან შეხვედრის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ
გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები მივიდნენ, მათ შორის არის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეციც.
მისი თქმით, სააკაშვილთან შეხვედრა სამომავლო გეგმებზე საუბრის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
“საქართველოში ჩამოსვლის მეორე მცდელობა იყო და კარგია, რომ შემოგვიშვეს. მე ვთვლი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რადგან უკრაინაში მსგავსი ბრალდებით ციხეში არავინ ზის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს შევხვდე და სამომავლო გეგმებზე დაველაპარაკო.
მის დასახმარებლად სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს, მაგრამ მასთან შეხვედრის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. შეგვიძლია, მის საქმეში ევროკავშირის ქვეყნები ჩავრთოთ, რადგან არ შეიძლება, რომ პოლიტიკურ საქმეში მხოლოდ ერთი ან ორი სახელმწიფო დახმარებით მიაღწიო დახმარებას. იმედი მაქვს, რომ საავადმყოფოში შესვლას და მის მონახულების უფლებას მომცემენ”, – განაცხადა ევგენი გრუშოვეცმა.